სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამიწის ბედნიერი მოსახლეობა „არა-ბედნიერს“ ოთხჯერ აღემატება

კომპანია Gallup International-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ, როგორი ადამიანები ჭარბობენ დედამწიაზე, ბედნიერები, თუ უბედურები. კველვამ აჩვენა, რომ ჩვენს პლანეტაზე ბედნიერი ადამიანები „არა-ბედნიერებს“ ოთხჯერ აღემატებიან.

მკვლევარების განცხადებით, მოსახლეობის 53 პროცენტი თავს სრულიად ბედნიერად თვლის, ბედს კი მხოლოდ 13% უჩივის.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენეს, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ნიგერიაში, ნიდერლანდებში, შვეიაცრიასა და განაში ცხოვრობენ. აქაურების 82-89 პროცენტი თავს ბედნეირად თვლის.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ბედნიერება 100 პროცენტით შემოსავალს, ცხოვრების დონეს, პერსპექტივებს და არც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არ უკავშირდება. ბედნეირება - ამტკიცებენ მეცნიერები - ცალკეული რეგიონების კულტურული მახასიათებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100