სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის სიკვდილში თვითმხილველები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი ახალგაზრდის სიკვდილში თვითმხილველები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, 33 წლის პაატა პავლიაშვილმა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პატრულს შეატყობინა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნო, წაიქცა, თუმცა პოლიციელებს დაკავების ღონისძიება არ შეუწყვეტიათ და ბორკილების დადება განაგრძეს, რა დროსაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებასთან შსს-ს თანამშრომლების შესაძლო შემხებლობის გამო, საქმეზე გამოძიება სისცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით, თბილისის პროკურატურამ დაიწყო. ეკიპაჟის წევრები, ისევე როგორც თვითმხილველები, გუშინ ღამითვე გამოკითხეს. ახალგაზრდა კი, რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე გუშინ საღამოს მოხდა. პაატა პავლიაშვილი მეგობრის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.


წყარო: რუსთავი 2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100