სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს სასაცილო და დაუჯერებელია: რას სთხოვენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დამლაგებელს

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (hr.gov.ge) გამოქვეყნდა დამლაგებლის ვაკანსია, ამ თანამდებობისთვის სეუფერებელი მოთხოვნებით. გთავაზობთ ამონარიდებს განცხადებიდან:

თანამდებობის დასახელება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი (დამლაგებელი)

ხელფასი: 265 ლარი

სამუშაოს აღწერა: უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის დასუფთავებას და სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგებას;

მოთხოვნები:

საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია

ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”

გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

ე) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’

ვ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’

ზ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’

თ),,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილება.

ი),,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013წლის 22 აგვისტო №16 დადგენილება

კ)შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება

ლ)”საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება

Microsoft Office Word-ის ცოდნა დამაკმაყოფილებელ დონეზე

დამატებითი მოთხოვნები

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) Curriculum Vitae ( cv);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწომობა ( ასლი);

ე) სამოტივაციო წერილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100