სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ონიშჩენკოს განცხადებას სერიოზულად არ აფასებს

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს განცხადებას ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე შესაძლო დაბრუნების შესახებ სერიოზულად არ აფასებს.

"ძალზე ძნელია, სერიოზული შეფასება მისცე ამხანაგ ონიშჩენკოს განცხადებებს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც საქართველო "ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი" ჰგონია და ტიპური საბჭოთა ბიუროკრატიის ტონით მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს ინსტრუქციებს აძლევს. აქ თავისთავად იბადება კითხვა, საერთოდ შეუძლია თუ არა საბჭოთა წარსულში ჩარჩენილ ადამიანს, სათანადოდ შეაფასოს ისეთი ფაქიზი კატეგორია, როგორიც ღვინის ხარისხია?!", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა დავით კობერიძემ.

რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, კობახიძის თქმით, "საქართველოს პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია, იგი მსო-ის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კონტექსტში რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის დაშვების დაკითხით მანიპულირება არაადეკვატურია". პირველი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100