სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook-ში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ კახეთის გუბერნატორი არხილოსკალოს ესტუმრა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, თენგიზ ორჯონიკიძის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არხილოსკალოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატუსს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ოპერატიულად გამოეხმაურა და სოფელს ესტუმრა.

ღვინიაშვილი ემიგრანტის სახლშიც იმყოფებოდა და მისი ოჯახის წევრები პირადად მოიკითხა. სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გუბერნატორმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და პირადად გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს.

„საქართველოს ბეღლად“ წოდებულ სოფელში გიორგი ღვინიაშვილი, პირველ რიგში, სასმელი წყლის პრობლემებით დაინტერესდა, რადგან ეს პრობლემა ადგილობრივებისთვის ყველაზე მეტად აქტუალურია.

გუბერნატორის ნაბიჯს ისევ სტატუსით გამოეხმაურა თენგიზ ორჯონიკიძე და აღნიშნა, რომ გიორგი ღვინიაშვილისთვის მადლობის გადახდა არამარტო ოჯახის წევრებმა, არხილოსკალოს სხვა მცხოვრებლებმაც დაავალეს:

„ბატონო გიორგი! მადლობას გიხდით, როგორც ქართველი, როგორც არხილოსკალოს, ქედების მაცხოვრებელი, როგორც მეგობარი. ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩემს უბრალო წერილს ასეთი რეზონანსი მოჰყვებოდა და მთელი რეგიონის პრობლემებით დაკავებული, ამ საზოგადოების პატარა ნაწილაკის ბედითაც დაინტერესებდებოდით.

დღეს კვლავ დავრწმუნდი, რომ ქვეყნის წინსვლა შუქცევადია“, - წერს თავის გვერდზე თენგიზ ორჯონიკიძე.

სოფელ არხილოსკალოში მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები გიორგი ღვინიაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც განათავსა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100