„მოვიდა სტუდიაში გაბანჯგვლული ფეხებით... „კეპკით“ და ძუნძღლიანი "მაიკით" - ვის აკრიტიკებს ხათუნა ხოფერია
ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში პოსტს აქვეყნებს და ზურა ჯაფარიძეზე წერს:
„ერთი გირჩი ჯაფარიძე მივიდა სტუდიაში შორტებით და გაბანჯგვლული ფეხებით. მეორე- არახამია მოლაპარაკებაზე იჯდა "კეპკით" და ძუნძღლიანი "მაიკით".. და... ა, კიდო...დედადეოფლის დაკრძალვაზე მისული საფრანგეთის პრეზიდენტი "ბოტასებში" და ასევე "ბოტასებში" გამოსპორცმენებული საფრანგეთის პრეზიდენტის მოხუცი ცოლი... ეს, ეტყობა, ახალი ტრენდია. ეტიკეტის იგნორირება და საკუთარი უღირსობის დემონსტრირება... არღვევენ სტერეოტიპებს და უკომპლექსობის დემონსტრირებით ხაზს უსვამენ, რომ საშინლად არიან დაკომპლექსებულები....საფრანგეთი სწრაფი ტემპით მიექანება თავის ისტორიულ წიაღში, სადაც არც კანალიზაცია იყო, არც ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, არც ტილი აწუხებდათ და არც დაუბაანლობით აყროლებული სხეული....ისინი თავისუფლები არიან!!!არა ტრადიციებს, არა დადგენილ ეტიკეტს, არა ოჯახს!არა და, ევროპულ ღირებულებებს უნდა ეზიაროთო...საწყალი ბებერი ევროპა.“ - წერს ხათუნა ხოფერია.
კომენტარი