“მირანდა დღეს დილით წავიდა მოსკოვში, ძალიან კარგად იცით რატომაც… ჩემი შვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შემოვირიგოთ..." - მირიანაშვილის დედა
მირანდა მირიანაშვილის დედა “TV პირველთან” რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სკანდალური ვიზიტის შესახებ კომენტარს აკეთებს.
“მირანდა დღეს დილით წავიდა მოსკოვში, ძალიან კარგად იცით რატომაც… ჩემი შვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შემოვირიგოთ ეს ამბავი, ხომ უნდა რაღაცა… დავტკბეთ… ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ მოსკოვშიც, ამერიკაშიც, ყველგან ვმეგობრობთ და ძალიან დადებითი პიროვნებაა. შეიძლება რაღაცა თქვას ადამიანმა… მეგობრები არიან ძალიან ახლობლები არიან და პოზნერთან ერთად ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩამოსული, რომლებსაც უყვართ საქართველო და ქართველები, მაგრამ ოდესღაც ვიღაცამ რაღაცა რომ თქვა, ამის გულისთვის უნდა ატყდეს ეს უბედურება?! კიდევ გინდათ გადავეკიდოთ ერთმანეთს?! ხომ შეიძლება ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ… პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო…
თავისით ჩამოვიდა, მაგრამ მირანდამ უმასპინძლოს უნდა ხომ?!… სამჯერ იყო ჩამოსული”, – განაცხადა მირანდა მირინაშვილის დედამ.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერსა და მასთან ერთად 40-მდე რუს ჟურნალისტსა და შოუმენს რუსეთში ცნობილმა მომღერალმა მირანდა მირიანაშვილმა უმასპინძლა.
კომენტარი