სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამა ნიანგის კბენისგან დააზღვიეს

ეს საჩუქარი ბარაკ ობამას ავსტრალიის ერთ–ერთმა სადაზღვევო კომპანიამ მოუმზადა. ბარაკ და მიშელ ობამებს დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს ქვეყანაში ჩასვლისთანავე ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიებბის მთავარი მინისტრი, პოლ ჰენდერსონი გადასცემს.

საქმე ის გახლავთ, რომ აშშ–ის ლიდერი ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დენვერში ჩადის, სადაც ალიგატორების ყველაზე დიდი პოპულაცია შეინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, ავსტრალიაში ნიანგის თავდასხმის სედეგად წელიწადში, საშუალოდ ორი ადამიანი იღუპება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ და ავსტრალია კონტინენტის ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების გაფართოებაზე სეთანხმდნენ. ამ შეთანხმების მიხედვით, უახლოეს პერიოდში აშშ ქალაქ დენვერში საზღვაო ქვეითთა დამატებით კონტიგენტს გაგზავნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100