კარანტინში მყოფმა ადამიანებმა ეს ვიტამინი უნდა მიიღოთ - გაინტერესებთ, რატომ?
დიდი ბრიტანეთში კარანტინში მყოფ ადამიანებს D ვიტამინის მიღებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Independent-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ექპერტები მიიჩნევენ, რომ რადგანაც ადამიანები დახურულ შენობაში დიდხანს ატარებენ დროს და მზეზე არ გადიან, ისინი ამ ნივთიერებას საკმარისი რაოდენობით ვერ იღებენ. ამიტომაც მათი რჩევაა მოსახლეობამ დღეში 10 მიკროგრამი D ვიტანი მიიღოს, რათა ჯანმრთელობა გაიძლიეროს.
D ვიტამინი სტეროიდია, რომელიც სხეულში ჰორმონის მსგავსად მოქმედებს. ის 200-ზე მეტი გენის ფუნქციებს არეგულირებს და ორგანიზმში როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
ეს ვიტამინი აუცილებლად სჭირდება ძვლებს სიძლიერისთვის, კუნთებს - მოძრაობისთვის, ნერვებს - ინფორმაციის გადასაცემად ტვინს და სხეულის სხვადასხვა ნაწილს შორის. ის ასევე ესაჭიროება ორგანიზმის იმუნიტეტს, იმისთვის რომ ეფექტურად ებრძოლოს ბაქტერიებს და ვირუსებს.
D ვიტამინის მთავარი ბუნებრივი წყაროა მზის სხივები. როგორც ნუტრიენტი, ის ცხიმის მაღალი შემცველობის თევზეულში, კვერცხში, რძის პროდუქტებში და ზოგ სოკოშიც გვხვდება.
კომენტარი