საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა
3 სექტემბერი, 2019- საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემის -Apple Pay-ის წარდგენის შესახებ განაცხადა. Apple Pay კომპანია Apple-ის მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. შეიძინონ სასურველი ნივთი სწრაფად და კომფორტულად, როგორც მაღაზიებში, ასევე აპლიკაციებისა და ვებგვერდების საშუალებით. საქართველოს ბანკი მომხმარებელს აძლევს ახალ ციფრულ შესაძლებლობებს და გამოცდილებას ონლაინ შოპინგისთვის.
უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც Apple Pay– ის გამოარჩევს. Apple Pay- ით ბარათის გამოყენებისას ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობასა თუ Apple-ის სერვერებზე. ამის ნაცვლად, მას ენიჭება უნიკალური ანგარიშის ნომერი, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხო. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყოველი ახალი ტრანზაქცია ავტორიზდება ერთჯერადი, უნიკალური უსაფრთხოების კოდით.
„მოხარული ვარ, რომ დღეიდან საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს Apple Pay-ს, რომელიც მობილურ გადახდებს კიდევ უფრო მარტივ და უსაფრთხო გადახდის მეთოდად აქცევს. Apple Pay-ით განხორციელებული ყოველი ახალი გადახდა უფრო დაცული, სწრაფი და მოსახერხებელია. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, Apple Pay-ს მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც მაღაზიაში, ასევე აპლიკაციებისა და ინტერნეტის მეშვეობით. საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული კომერციის წარმატებით განვითარებას, რათა ჩვენი მომხმარებლისათვის შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ღირებულება, გრძელვადიანი ლოიალურობა და მაქსიმალური კომფორტი. Apple Pay-ის გამოყენებით ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ხელშესახებ სარგებელს, ვაცნობთ ახალ პროდუქტს და ვაძლევთ ახალ გამოცდილებას უკვე არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით”, - განმარტა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„მივესალმებით Apple Pay-ის კავკასიის რეგიონში წარდგენას. უკონტაქტო ანგარიშსწორება და ის, თუ როგორ იხდიან მომხმარებლები ყოველდღე- შეუფერხებლად, უსაფრთხოდ და მარტივად, ქმნის ციფრული გადახდების ლანდშაფტს. Apple Pay-ის შემოსვლით საქართველო განიმტკიცებს პოზიციას, როგორც რეგიონალური ლიდერისა უკონტაქტო და ინოვაციურ გადახდებში“,- განაცხადა კრისტინა დოროსმა, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.
„მოხარული ვართ, რომ Apple Pay უკვე საქართველოშია. სმარტფონით გადახდები საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელში და ვფიქრობთ, ტენდენცია ძალიან დიმანიური იქნება საქართველოშიც. ეს კი შესაძლებელი იქნება უკონტაქტო გადახდების იმ საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვავითარებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ Apple Pay იქნება დიდი ბიძგი უკონტაქტო გადახდების განვითარებისთვის საქართველოში“,- განაცხადა იგორ სტეპანოვმა Mastercard-ის რეგიონულმა მენეჯერმა საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში.
Apple Pay–ის გადახდის სრულყოფილი სისტემა მარტივად ინტეგრირდება ყველა სახის მოწყობილობასთან. ამასთან, მომხმარებელი შეძლებს საქართველოს ბანკის საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით განსაზღვრული ყველა ბენეფიტის სარგებლობას.
IPhone-სა და Apple Watch-ის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია Apple Pay-ით გადაიხადოს მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსში. Apple Pay-ის გამოყენებით Safari-ით, აპლიკაციით თუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგისას, საჭირო აღარ არის ხელით შეავსოთ შესყიდვის გრძელი ფორმა ან ყოველ ჯერზე ხელახლა მიუთითოთ ინფორმაცია გადაზიდვისა და ანგარიშსწორების შესახებ. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან მოწყობილობის პაროლით.
Apple Pay-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ:
http://www.apple.com/apple-pay/
კომენტარი