სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქალაქი განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს" - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკუთარ არჩევანი N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
„ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი და გახადოს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს. ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს“,- განაცხადა კობახიძემ.

საარჩევნო გარემოს შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც ჩაივლის ასე, თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი, თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, ბუნებრივია, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები და ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ და სამართლიან გარემოში. ჩვენი პარტია ამისათვის ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100