სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაგვირეკეს, მოაკითხეთ საავადმყოფოშიო... ლიკა უკვე აღარ იყო" - აი, რა საშინელი ტრაგედია მოხდა "ლუნას" ოჯახში დის ნიშნობის დღეს

ტრაგედია ქეთი ხუციშვილის (ლუნა – ჩცდ) ოჯახში 2008 წლის 2 იანვარს დატრიალდა. ავტოკატასტროფა, რომელმაც მსახიობის და, 24 წლის ლიკა ხუციშვილი იმსხვერპლა, ნიშნობის დღეს მოხდა. ახლადდაქოწრინებული წყვილი სიღნაღში მიდიოდა. საჭესთან ლიკას ქმარი იჯდა.

ოჯახის ტრაგედია “ლუნამ” “ფარულ კონვერტში” კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„ლიკა და გიორგი სიღნაღში რომ წავიდნენ, ჩვენ, ჩემს ოჯახში, სუფრასთან ვისხედით და ისევ მათ ვადღეგრძელებდით. ამ დროს დაგვირეკეს და გვითხრეს, მოაკითხეთ საავადმყოფოში ლიკასო. ლიკა უკვე აღარ იყო.

იმ დილით თავზე ხელი მიიდო და თქვა, საშინლად მტკივა თავიო. ავარიაში რომ მოჰყვა, ზუსტად იმ მხარეს, საფეთქელი ჰქონდა დარტყმული.“- ქეთი ხუციშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100