სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეგეშინდა? მაშინ გაუფრთხილდი...

შენ მხოლოდ წარმოიდგინე... იგი შენი არ არის... დილაობით მასთან შენ არ იღვიძებ... მისი მძინარა თვალები არ კოცნიან შენს ტუჩებს... არადა როგორი ლამაზია დილაობით...

იგი შენ არ გიმზადებს საუზმეს... და არც შესახვედრად მოიჩქარის შენთან... შენ არ გიყვება თუ როგორ გაატარა დღე... არ გიზიარებს პრობლემებს და სიხარულს... შენ არ გწერს გულისამაჩუყებელ სმსებს... შენ არ გიძღვნის ლექსებს... ღამღამობით არ ჩუქნის სიამოვნებას შენს სხეულს... და არამხოლოდ ღამღამობით... და არა მხოლოდ სხეულს... და აი აქ... ყურთან.. შენ არ გკოცნის... ისე, როგორც მას შეუძლია კოცნა... ისე, როგორც გიყვარდა შენ... შენთან არ ოცნებობს მომავალზე... შენ არ გელოდება სახლში ცხელი ვახშამით.... შენ არ გიღიმის... და ისტერიკაშიც კი შენს მკერდზე არ ურტყამს მუშტებს... შენ არ წმენდ უმანკო ცრემლებს... წერილები და საჩუქრებიც - შენთვის არ არის... შენი ჩვევები არ იცის თავისსაზე უკეთ... და ნაზი... ჩურჩულით.. შენ არა... და ფრჩხილებით... ზურგზე... შენსაზე არა... არ არის შენი ცოლი. არც შენი შვილების დედა... შენი არ არის.. და უკვე ვერაფერს გამოასწორებ... იგი საერთოდ არ არის შენი... შეგეშინდა? მაშინ გაუფრთხილდი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100