აჩიკო ნიჟარაძე: მინდა ინაგურაციასა და პრემიერის მეუღლის კაბას გამოვეხმაურო
მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელსი საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
“მინდა გამოვეხმაურო თემას რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ქსელში. ინაგურაცია და პრემიერის მეუღლის კაბა. ესეთი შურიანი ხალხი საქართველოში რო ცხოვრობენ არსად არ მინახავს ერთი დღის დანიშნულ პრეზიდენტზე როგორ შეიძლენა ვინმემ დაწეროს ვერ გაქაჩავს პრეზიდენტობასო. ან ვინ გეკითხებათ საერთოდ რა აცვია პირველ ლედის რა თქვენი საქმეა ვინ რა მისცა კაბაში. შურიანი ხალხი ხართ უბრალოდ. აქვს შესაძლებლობა და ღმერთმა მისცეს ყველას საშუალება. აფსოლიტურად ყველა მინისტრი და განსაკუთრებით პრეზიდენტი და პირველი ლედი უნდა გამოიყურებოდნენ ძალაინ კარგად და უნდა ეცვათ კარგათ. მე არავის არ ვიცავ უბრალოდ მიკვირს რომ იმ ყველაფრის შემდეგ რაც ყველაფერი შეიცვალა და სიტყვის თავისუფლება მიეცა ხალხს საქმისთვის კი არ ვიყენებთ ამ ყველაფერს არამედ ერთმანეთის დაცინვია და ერთმანეთისთვის საქმის გაფუჭების მეტს არ ვაკეთებთ ქართველი ხალხი. მემგონი დროა რო ცოტა აზრზე მოვიდეთ ყველა და საქმე გავაკეთოთ ვინც რა ვიცით და ერთმანეთს ფეხი არ დავაბიჯოთ. ამ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეთ და მივცეთ საშუალება რომ გვემსახურონ ისე როგორც ქართველ ხალხს ეკადრება და მოვთხოვოთ რომ გასაკეთებელი გააკეთონ. დაცინვით და ქილიკით ვერავინ ვერ მოიგებს ამ ქვეყანაში. ასე რომ ყველამ თქვენ საქმეს მიხედეთ და მერე თქვენც იყიდით ძვირიან კაბებს თქვენი საკუთარი ფულით.” - წერს ნიჟარაძე სოციალურ ქსელში
კომენტარი