სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარული ბიო და მისგან გამოწვეული საგანგაშო საფრთხეები

ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარულ ბიოს ჩამოტანაზე რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ უარი განაცხადა, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. კანონით მისი შესყიდვა-მოხმარება აკრძალული არ არის. ბიოპლანის გამოწერა სულ მარტივად შეიძლებოდა უცხოური საიტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ მან აკრძალული მარიხუანა ჩაანაცვლა. სწორედ ადვილმა ხელმისაწვდომობამ განაპირობა მისი მზარდი პოპულარობა.

ცოტაოდენი რამ ბიოს შესახებ

ბიო, იგივე სპაისი მოსაწევი სინთეტიკური ნივთიერებაა. ის ევროპაში 2000-იან წლებში გამოჩნდა. შემადგენლობის მხრივ სხვადასხვა სახის სპაისი არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში ზოგიერთი სახის სპაისი აკრძალულია. ის რამდენიმე სახის მცენარისა და ქიმიური ნივთიერებების (JWH-018, HU-210, CP 47,497…) შერევის შედეგად მიიღება. ბიო არომატიზატორს აქვს მარიხუანას მსგავსი ეფექტი, თუმცა, მისი მოქმედება ბევრად უფრო მალე იწყება და უფრო ძლიერია. ამასთან, მარიხუანასთან შედარებით, ხანმოკლე.

როგორ მოქმედებს ბიოპლანი ორგანიზმზე, ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. პირველი სინთეთიკური კანაბინოიდის (მარიხუანას, ჰაშიშის აქტიური ნივთიერება) შემქმნელი პროფესორი ჯონ ჰაფმანი ბიოს მომხმარებლებს იდიოტებს უწოდებს, რადგან მისი თქმით, მათ არ იციან რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ეს.

ბიოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუს ხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზი და ფსიქოზი. (გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ეფექტი კანაბინოიდის ნებისმიერ შემცველს (მარიხუანა, ჰაშიში) შეიძლება ჰქონდეს)

ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ბიოს მავნე ზეგავლენაზე: რა დამღუპველად მოქმედებს ის ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე, როგორ იწვევს მიდრეკილებებს სუიციდისკენ და როგორ ასრულებენ სიცოცხლეს მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თვითმკვლელობით. უამრავი სტატია და ვიდეოსიუჟეტია. ბევრი მათგანი არადამაჯერებლად გამოიყურება: თითქოს განგებ არის გაზვიადებული ხშირ შემთხვევაში მორალისტურ ჭრილში აღწერილი. რეალობის აღქმის დაქვეითება, შეგრძნება თითქოს სიზმარში ხარ – სიმპტომი, რომელიც ყველასთვის საერთოა. შიში, შფოთვა, აკვიატებული აზრები, უძილობა - ბიოს მომხმარებლებს მთელი თვეები ტანჯავს ეს უსიამოვნო შეგრძნებები. ზოგიერთ ბიოს მოხმარების შედეგად ნევროზი უვითარდება და რაც დრო გადის, სპაისის მოხმარებით დაზარალებულების შესახებ ცნობები მკვეთრად და საგანგაშოდ იზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100