გოგონამ გაამხილა საიდუმლო და ათი წლის წინ გადაღებული ფოტოები განათავსა ინტერნეტში, ახლა კი მის სადისტ ბაბუას ყველა ეძებს
იაპონელმა გოგონამ ტვიტერის გვერდზე ატვირთა ათი წლის წინ გადაღებული ფოტო, რომელმაც ყველა შოკში ჩააგდო - სურათზე გამოსახულ მოზარდს ანორექსია სჭირს და ამ მდგომარეობამდე საკუთარმა ბაბუამ მიიყვანა.
ათი წლის წინ გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. მას ძალიან რთულ პირობებში უწევდა არსებობა, რადგან უსამართლოდ სჯიდნენ, სცემდნენ და ბაბუა ჭამასაც კი უკრძალავდა. იმ შემთხვევაში, თუ დაინახავდა, რომ გოგონა ჩუმად აიღებდა საჭმელს და ჭამას დააპირებდა, მაშინვე ართმევდა ლუკმას და ფიზიკურად უსწორდებოდა. ამის გამო მოზარდი 17 კილოგრამს იწონიდა.
ერთ დღეს გოგონა ძალიან ცუდად გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც ექიმმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ვერ იცოცხლებდა. საბედნიეროდ, ყველასგან მოულოდნელად, იგი გადარჩა. ის ახლა 20 წლისაა, უკვე ჯანმრთელი და ლამაზი, სახლიდან დიდი ხანია წამოსულია და თავს იმაზე უკეთ უვლის, ვიდრე ამას ბებია და ბაბუა აკეთებდნენ.
რაც შეეხება მისი ათი წლის წინანდელი ფოტოების ატვირთვას, გოგონამ განაცხადა, რომ ამ საქციელით სურს გააგებინოს საზოგადოებას, რომ ანორექსია სიკვდილს იწვევს და ამას ყველამ ერთად უნდა ებრძოლოს.
მისი ფოტოების ინტერნეტში მოხვედრისთანავე ჟურნალისტებმა სცადეს გოგონასთან დაკავშირება, რათა გაეგოთ სად ცხოვრობს მისი ბებია და ბაბუა, თუმცა ახალგაზრდა ქალს ამის გამხელა არ სურს. ამის გამო ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ამბავი გამოგონილია, ზოგსაც სჯერა, რომ გოგონას კეთილი გული აქვს და არ სურს ამ ქმედებით ვინმეს დაზარალება.
კომენტარი