სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიმშილობა "ქართული ოცნების" ოფისთან

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე, რომელმაც შიმშილობა გუშინ გამოაცხადა.

მისი განცხადებით, პროტესტის ასეთი უკიდურესი მიზეზი ის დეზინფორმაცია და ბრალდებებია, რომელიც მის წინააღმდეგ ტელევიზიით გავრცელდა.

ალექსანდრე ბერიძე მზად არის, ყველა იმ შეკითხვას უპასუხოს, რომელშიც მას ედავებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის პარტიის ლიდერებთან შეხვედრასაც ითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100