სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი პრემიერი შაბათს დასახელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურას შაბათისთვის დასახელდება , - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარასკევს მოხდება მის მიერ შერჩეული კანდიდატურის პოლიტსაბჭოზე განხილვა, შაბათს უმრავლესობასთან შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ ახალი პრემიერი წარსდგება საზოგადოების წინაშე.
"პრემიერზე პატარა ცდომილება დავუშვი, როდესაც ვთქვი, რომ ორშაბათს ან სამშაბათს დავასახელებ მეთქი. გამოვიდა ისე, რომ პარლამენტი ქუთაისში არის წასული და მათთან შეუთანხმებლად უხერხული იქნება. პარასკევს საღამოს მოვახერხებ საბჭოსთან განხილვას. არ გამოვრიცხოთ, რომ ჩემი ვარიანტი არ მიიღოს საბჭომ, თუმცა ამის ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან კარგი კანდიდატი მყავს შერჩეული. პარასკავეს თუ შევთანხმდით და სავარაუდოდ შევთანხმდებით, შაბათს, ორ ან სამ საათზე გვქენება შეხვედრა უმრავლესობასთან და ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაიგებს საზოგადოება მის ვინაობას. პრემიერ იქნება გასაგები, მისაღები ადამიანი ყველასთვის. რამდენად გავლენიანი იქნება, ამას დრო აჩვენებს", – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100