სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს" - გიორგი კვირიკაშვილი

"როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ ასეთი სიტუაცია არ დამდგარა.
„მე ჩემი თანამდებობდა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის.
მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და პროცესში ჩართვას, იმ ხარისხით იქნებიან ჩართული როგორც შსს-ს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ წარმართულ მუშაობაში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100