თამარ ხულორდავას თანაშემწემ, მარიკა კირვალიძემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, მარიკა კირვალიძემ, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კირვალიძემ რუსთავი 2-ს განუცხადა.
მისი თქმით, რუსთაველზე ძალის გადამეტებით აქციის დაშლის შემდეგ ელოდა, რომ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდებოდა. თუმცა, როცა ეს ვერ მოისმინა, დღის მეორე ნახევარში პოსტის დატოვება გადაწყვიტა.
"სანამ ეს საზარელი ღამე მოხდებოდა და ასე დაარბევდნენ ბავშვებს, მაშინ უვკე ვფიქრობდი, რომ უნდა გადამდგარიყო კობახიძე. მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე გადამდგარიყო, ზაქარია ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა, რომ ეს დროულად მომხდარიყო. მომხრე ვარ, რომ აბსოლუტურად ევროპულ გზას დავადგეთ, ევროპა ჩვენი უალტერნატივო, ერთადერთი და სწორი გზაა", — ამბობს კირვალიძე.
ის აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგის გახარიას გადადგომასაც ელოდებოდა.
კომენტარი