სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე: ”ველოდი, რომ ეს მოხდებოდა”

რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისი უწოდა. ამ განცხადებით სააკაშვილი სამტრედიაში ყოფნისას გამოვიდა:

"ეს მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა. ერთი რაღაც ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ამ ეტაპზე ჩვენ განსაკუთრებული წინდახედულობის, სიმტკიცის, სიფრთხილისა და მომავლის დროულად განჭვრეტის უნარი უნდა გამოვავლინოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება. რუს ხალხთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საქართველოს დაპყრობის მოსურნე იმპერატორებთან, როგორც საქართველოში ზოგიერთი მე-5 კოლონის წარმომადგენელს მიაჩნია, რომელსაც თავისი ქვეყნის სიყვარული არ გააჩნია და ყველაფერს საკუთარ კეთილდღეობასა და მუცელზე აგებს, არამედ რუს ხალხთან, რომელთანაც ჩვენ ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული ურთიერთობები უნდა დავამყაროთ. ზუსტად იმავე რეჟიმისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაც იტანჯება. რასაც ახლა ხალხი აპროტესტებს, ვფიქრობ, ეს ტალღა ჩრდილოეთით გაგრძელებადია", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს არსებული სიტუაციის განხილვისას, პარალელები დავით აღმაშენებლის ეპოქასთან გაავლო.

"მაშინაც დიდი და უსამართლო დამპყრობელი ძალა, დამპყრობლის იდეოლოგია დასუსტდა, საქართველო და სხვა ქვეყნები კი გაძლიერდნენ და ძალიან მაგრად განვითარდნენ. ახლა ჩვენს გარშემო დაახლოებით, იგივე პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენ ყველანი ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100