მსუქან ნეფეს ქორწილის დღეს ლოგინიდან წამოსაყენებლად ამწე დასჭირდა
როცა ვენესუელელი ხოსე მარია დე-ესკობარი 40 წლის გახდა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ცოლი უნდა შეერთო. ქალი, რომელსაც ის ბოლო 4 წლის განმავლობაში ეკონტაქტებოდა, თითქოს არ იყო წინააღმდეგი. ხოსემ მას ხელის სთხოვა და თანხმობაც მიიღო, მაგრამ...
საქმე ის გახლდათ, რომ ნეფე, არც მეტი, არც ნაკლები... 587 კგ-ს იწონიდა, თუმცა, არა მუცელღმერთობის, არამედ მძიმე დაავადების გამო. ქორწილი 6 თვის შემდეგ დაინიშნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხოსე სპეციალურ დიეტას იცავდა და საგანგებო ფიზიკურ ვარჯიშებსაც ასრულებდა, რომელიც მკურნალმა ექიმმა დაუნიშნა. სასწაული მოხდა და ხოსემ თითქმის 200 კილოგრამი დაიკლო.
ამის მიხედავად, ქორწილის დღეს მან საწოლიდან დამოუკიდებლად ადგომა ვერ შეძლო. მას მეგობრები დაეხმარნენ, რომლებმაც სპეციალური მოწყობილობით ხოსე საწოლიდან ავტოამწეზე გადაიყვანეს და წმინდა ანტუანეტას სახელობის ეკლესიაში, ჯვრისწერაზე მიიყვანეს. ცერემონიის შემდეგ, ასეთივე მეთოდით, იგი საქორწინო სუფრასთან დასვეს.
ტრანსპორტირების ბოლო პუნქტი კი სარეცელი იყო. ახალ საძინებელში ამ „გადაადგილებისთვის“ ფანჯრის დემონტაჟი დასჭირდათ. ამდენი ხლაფორთის მიუხედავად, თანაცხოვრების სამი თვის შემდეგ წყვილი თავს შესანიშნავად გრძნობს და როგორც ცოლ-ქმარი ამბობს, მალე ოჯახის ახალ წევრსაც ელოდება.
კომენტარი