სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში სამი საავადმყოფოს ტენდერის საბოლოო შედეგები იანვარში გახდება ცნობილი

„საავადმყოფოების გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობა არ გაიყიდება და მედპერსონალი არ შემცირდება“

ავსტრიულმა კომპანიამ თბილისში სამი საავადმყოფოს - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სულ სამი, მათ შორის ავსტრიული, კანადური და ქართული კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კომპანიამ დაიმსახურა და სრული დოკუმენტაციაც ვადებში სწორედ მან წარმოადგინა. ტენდერის პირველი ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით იყო გამოცხადებული, დასრულებულია.

ირკვევა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე სახელმწიფო კლინიკის ამოქმედება იგეგმება. ამ მიმართულებით სიახლე სიახლეა, რა ეტაპზეა ეს პროექტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელა განმარტავს: აღნიშნულიკლინიკები ერთ ჰოლდინგადაა გაერთიანებული. ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა საპარტნიორო ფონდს ,ამ უკანასკნელმა კი გამოაცხადა კონკურსი კლინიკის მართვასა და ოპერირებაზე. ეს კონკურსი ახლა მიმდინარეობს და მისი დასრულება მომავალი წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება. ტერიტორიულად სად იქნება ეს კლინიკა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საუბარია იმაზე, რომ კლინიკის ერთი ნაწილი იყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მეორე ნაწილი კი ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოში. ყველა ამ კლინიკას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნდება. შედეგად, ახალ კლინიკაში სხვადასხვა მიმართულებები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების შედეგად არცერთი კლინიკის შენობის გაყიდვას არ ვაპირებთ”.

როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, კლინიკების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვასთან ერთად იგეგმება მედპერსონალის გადამზადებაც.

,,კადრებს ვერ შევამცირებთ, პირიქით – რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მოგეხსენებათ დღეს არსებული რესურსის გამო კლინიკების 10 პროცენტი ფუნქციონირებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერის პირობების მიხედვით კადრების გადამზადებაც უნდა უზრუნველყოს. წელს საკმაოდ კარგი სიმულაციის ცენტრი გავხსენით და მუშაობა მიმდინარეობს სწორედ იმ კუთხით, რომ დავგეგმოთ პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც სწორედ იქ მოხდება კადრების გადამზადება. სამივე კლინიკა ჯამში დაახლოებით 570 საწოლიანი უნდა იყოს, შესაბამისად , კლინიკის მმართელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენი მედპერსონალის გადამზადება იქნება საჭირო. ზუსთ ციფრებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით,“– როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, კლინიკების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვასთან ერთად იგეგმება მედპერსონალის გადამზადებაც.

,,კადრებს ვერ შევამცირებთ, პირიქით – რაოდენობა უნდა გაიზარდოს. მოგეხსენებათ დღეს არსებული რესურსის გამო კლინიკების 10 პროცენტი ფუნქციონირებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერის პირობების მიხედვით კადრების გადამზადებაც უნდა უზრუნველყოს. წელს საკმაოდ კარგი სიმულაციის ცენტრი გავხსენით და მუშაობა მიმდინარეობს სწორედ იმ კუთხით, რომ დავგეგმოთ პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც სწორედ იქ მოხდება კადრების გადამზადება. სამივე კლინიკა ჯამში დაახლოებით 570 საწოლიანი უნდა იყოს, შესაბამისად , კლინიკის მმართელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენი მედპერსონალის გადამზადება იქნება საჭირო. ზუსთ ციფრებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით,“– განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა დაპროექტებული, აშენებული და/ან რეკონსტრუირებული უნდა იქნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აღიჭურვოს მაღალხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიებით. გამარჯვებულმა კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული პროექტის JCI სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაცია, ხოლო პერსონალისთვის ატესტაციის გავლა და სწავლება პერსონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად. პროექტი უნდა წარიმართოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ჯანდაცვის მოდელის მსგავსად. პირობების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება PPP პრინციპით, სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა და ოპერირება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100