რამდენი ლარი იქნება მინისტრების ხელფასი?
პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ხელფასებთან დაკავშირებით გასულ წლებთან შედარებით, ბიუჯეტიდან გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯება და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა
კომენტარი