იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებასა და მასში შემავალ ყველაზე მთავარ პუნქტზე - მართმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე საუბრობს.
„მმართველი გუნდის განცხადება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არ არსებობის შესახებ რეალობას არის აცდენილი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, არცერთ ხელისუფლებას არ უღიარებია პოლიტიკური პატიმრების არსებობა. თუმცა, ისე, როგორ მაშინ, დღეს ქართული ოცნების განცხადების საპასუხოდ, მთელი მსოფლიო საუბრობს და წერს ჩვენი ქვეყნის პოლიტპატიმრებზე. ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ხელისუფლებას, შეწყვიტონ მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, რაც ქვეყნის რეპუტაციას ანგრევს,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შეწყვეტა არის პრინციპული ნაბიჯი, რადგან სხვა შემთხვევაში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება კარგავს აზრს, თუკი ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი საარჩევნო გარემო. შეთანხმების სრულად შესრულება კი მმართველი გუნდის ინტერესში უნდა შედიოდეს.
„ 8 მარტის შეთანხმების შესრულება ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რადგან ამ საკითხის ასე ღიად დატოვება აზიანებს ქვეყანას და თავად ხელისუფლებას. პრობლემა უნდა გადაწყდეს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“, რადგან სადაც პოლიტპატიმრები არიან, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს. ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები აფერხებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მმართველი გუნდის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს, „ლელოს“ ლიდერი პასუხობს, რომ ხელისუფლების უარყოფით ეს არ შეიცვლება, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არცერთი ხელისუფლება არ აღიარებდა პოლიტპატიმრებს, თუმცა ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა.
პარტიის ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი იყო, დაეტოვებინა ძველი საარჩევნო სისტემა, თუმცა ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მივიღეთ პროპორციული არჩევნები და შედგა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომლის ერთი ნაწილი იყო საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რაც მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკისათვის.
კომენტარი