სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 შვილის მამა ალიმენტის მოხსნას ითხოვს

ნოკსვილის მცხოვრები 33 წლის დესმონდ ჰატჩეტი 30 შვილის მამა 11 სხვადასხვა ქორწინებიდან გახდა. მის შვილებში ყველაზე უფროსი 14 წლის გახლავთ.

ჰატჩეტმა კი სასამართლოს მიმართა ალიმენტის მოხსნის თხოვნასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, ბავშვები ძალიან ბევრნი არიან და მისი შემოსავალი ამხელა ფინანსურ ანაზღაურებას ვერ გაწვდება. იგი ირწმუნება, რომ ამ დროისათვის მისი ანაზღაურება აშშ-ში არსებულ საშუალო შემოსავალზე დაბალია.

როგორც ცნობილია, დესმონდის ხელფასს ნახევარი ავტომატურად ეჭრება და მისი შვილების დედები ყოველ თვიურად ალიმენტის სახით 1 470 ამერიკულ დოლარს იღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს დესმონდს სასამართლოს წინაშე წარსდგომა მოუწია იმის გამო, რომ მისი 21 შვილიდან რამდენიმეს ალიმენტს არ უხდიდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰეტჩეტს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე 9 შვილი შეეძინა. მიმდინარე წელს კი ჯერჯერობით ორი ტყუპის, ანუ კიდევ ოთხი შვილის მამა გახდა.

ადგილობრივი მედიასაშუალებები კი აღნიშნულ სიტუაციას კურიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ადგილობრივ სასამართლოსა და ხელისუფლებას არ აქვს უფლება 30 შვილის მამის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100