საზარელი კადრები - მთვრალმა მამაკაცმა საბავშვო მოედანზე საკუთარი მეგობარი წიხლებით სასიკვდილოდ სცემა (+18)
მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ საბავშვო მოედანზე მეგობრები ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, ცოტა ხანში კი მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა თან.
ერთ-ერთმა მათგანმა მეორე მიწაზე წააქცია და მთელი ძალით ურტყამდა წიხლებს. იქვე მყოფმა მესამე პირმა ეს ყველაფერი კამერით გადაიღო. მოძალადემ იცოდა, რომ ვიდეოს უღებდნენ და ისე იქცეოდა, თითქოს ეს პროცესი მოსწონდა კიდეც.
შემთხვევა 22 ივლისს მოხდა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის გუშინ მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. შუა ხნის მამაკაცს დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები და მისი გადარჩენა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.
პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 32 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. ის წარმოშობით უკრაინიდანაა და მოსკოვში ერთ-ერთ ავტოსარემონტო მაღაზიაში მუშაობდა.
კომენტარი