სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შპს „ნარიყალას“ -დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის

განცხადება

როგორც მოგეხსენებათ შპს „ნარიყალა“-სა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერს“ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს დავა შპს „ნარიყალა“-ს მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერის“ სარგებლობაში არსებულ საკანალიზაციო ქსელში გოგირდის გეოთერმული წყლის ჩაღვრის გადასახადის ოდენობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის პერიოდის განმავლობაში შპს „ნარიყალა“-სა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერ“-ს შორის არ ყოფილა არანაირი დავა და შეთანხმებული ტარიფის გადახდა შპს „ნარიყალა“-ს მიერ ხორციელდებოდა შეფერხების და დაყოვნების გარეშე. სამწუხაროდ 2015 წლის აპრილის თვიდან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერმა“ ცალმხრივად შეცვალა შპს „ნარიყალასათვის“ ორმხრივად შეთანხმებული ტარიფი ისე, რომ შპს „ნარიყალამ“ აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ და მხოლოდ წყლის ქვითრის მიღების შემდეგ.

მინდა გადავდოთ ყოველგვარი წყენა, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, გავითვალისწინოთ მოსამართლის რეკომენდაცია მოლაპარაკების შესაძლებლობის არსებობის შესახებ. ყოველოვე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გთავაზობთ მორიგების შემდეგ პირობას - შპს „ნარიყალა“ გამოთქვამს მზადყოფნას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერს“ საკანალიზაციო ქსელში წყლის ჩაღვრის გადასახადის სახით, ჩაღვრილ წყალზე გადაუხადოს --1500,00 ლარი თვეში, რომელიც წარმოადგენს მომსახურების ღირებულების გონივრულ ოდენობას და შპს „ნარიყალა“-ს აღნიშნული ტარიფის გადახდის შედეგად არ მოუწევს საწარმოს დახურვა.

გთხოვთ, მითითებული ტარიფი დაერიცხოს 2015 წლის 01 აპრილის შედგომ პერიოდზე გაწეული მომსახურებას.

შპს „ნარიყალას“ დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი

10/05/2016 წელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100