სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ქალის ტყუპი ახალშობილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა

კვლავ მძიმეა იმ კოვიდდადებითი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძვიან. ორივე ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჩვილი ბავშვების დედა, რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. 47 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსია. "პირველი ტყუპის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე, იმიტომ, რომ ეს კოვიდური პნევმონიის სურათი მარჯვენა ფილტვში არის მოცული მთლიანად, მარცხნივ ნაწილობრივად, ნახევარი. არიან ორივე ახალშობილი მაღალსიხშირიან ოფციაზე ფილტვის ხელოვნურლი ვენტილაციის, ხისტი პარამეტრებით ძალიან. მეორე ტყუპთან მიუხედავად იმისა, რომ მძიმე რჩება მდგომარეობა, შედარებით უფრო სტაბილური ჰემოდინამიკაა. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს ბავშვები გადარჩნენ", - თქვა კლინიკა "ბომონდი"-ს ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ბარათაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100