დიდგორის მთის მიმდებარედ მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან
დიდგორის მთის მიმდებარედ ხანძარია. თავდაპირველად ცეცხლი ბალახს მოედო, შემდეგ კი, ბუჩქნარზე გადავიდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველობის 100-მდე მეხანძრე მაშველი და შესაბამისი ტექნიკა მუშაობს. თუმცა ხანძრის ლოკალიზებას ქარი აფერხებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა.
კომენტარი