სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი პარლამენტარები უცხოელთში მცხოვრებ წარმატებულ ქალებს შეხვდნენ

პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე, წარმატებულ ქალბატონებს შეხვდა. გაიმართა კონფერენცია თემაზექალი და მიგრაცია“.
შეხვედრის დასასრულს, ნაჩვენები იქნა თეიმურაზ ჭკუასელისა და ნანა ჯანელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმიგალობის რაინდები”.
ფილმის ჩვენების შემდეგ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე წარმატებული ქალბატონებისთვის მიღება გაიმართა.

მიღების დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან, პარლამენტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

„დღეს, საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს ძალიან საპატიო სტუმრებს - ქართველ ქალბატონებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ უკვე ბევრი წელია, რომლებსაც აქვთ ძალიან სერიოზულ წარმატებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბატონმა თიემურაზ ჭკუასელმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ასეთი ღონისძიება მოაწყო. ეს არის ჩვენი დამოკიდებულებისთვის ხაზის გასმა, რომ ჩვენ ვრჩებით, ერთი სამშობლოს, ერთი ქვეყნის წარმომადგენლებად, მიუხედავად იმისა, ბედი და განგება რა დროს სად გადაგვისვრის. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირებაც, რომ ქართველმა ქალბატონებმა იმ უცხო გარემოში, უცხო ქვეყნებში შეძლეს წარმატებული ბიზნესის აწყობა, შეძლეს წარმატებული სამედიცინო კლინიკების დაარსება და გაძღოლა, შეძლეს წარმატებული სახელოვნებო საქმიანობა. ეს მეტყველებს ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე, ჩვენს სიძლიერეზე და მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ინტეგრაციით და ზოგადად გლობალიზაციით, ჩვენ საფრთხე კი არ გვემუქრება, არამედ ჩვენ ახალი ასპარეზი გვეძლევა წინსვლისთვის და წარმატებისთვის. მე ვუსურვებ ყველას, ვინც დღეს ჩვენი სტუმარია და ვინც უცხოეთშია, რომ მაგრად დადგნენ, ერთად დავდგეთ, ერთად ვიყოთ და ამით საკუთარ ოჯახებსაც ვარგოთ და საკუთარ სამშობლოსაც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100