ქალის და მამაკაცის პასუხი 12 კითხვაზე
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბი გთავაზობთ
კვლევის შედეგად მიღებულ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც თქვენთვის საინტერესოა, მაგრამ
საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს (თითქმის) ვერასოდეს უსვამთ.
1. რა გვხიბლავს მომენტალურად?
მამაკაცი: ლამაზი სახე და კარგი აღნაგობა. ასეთ სახეს და ფიგურას სასურველი ინტელექტუალური და მორალური სრულყოფილებით ჩვენ თვითონვე შევამკობთ: დუმს? – ე. ი. იდუმალებით მოცულია. სისულელეებს ლაპარაკობს? – ეს ხომ ისე საყვარლად გამოსდის. იგინება? – რა ფართო, არასტანდარტული ნატურაა! შემდეგ ფარდა იხსნება და იწყება ვაი-ვიში.
ქალი: კრიალა, სუფთად გაპარსული სუბიექტი იუმორის გრძნობით. დასაწყისისთვის ეს სავსებით საკმარისია. მთავარია, მამაკაცს კი არ ეჩვენებოდეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს, არამედ მართლა ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე უნდა გვეჩვენებოდეს.
2. ვინ გვხიბლავს დიდი ხნით?
მამაკაცი: ორი ძირითადი მოთხოვნაა: მასთან ყოფნა საინტერესო უნდა იყოს, და ის უნდა იწვევდეს სურვილს. თუ ორივე ელემენტი არსებობს, ქალს შეუძლია იმდენხანს ვყავდეთ …... რამდენხანსაც მოუნდება.
ქალი: მოთხოვნების რაოდენობა გაცნობის სტაჟის პირდაპირპროპორციულად იზრდება. და ეს მანამ, სანამ ეს სტაჟი ერთ წელს არ გაუტოლდება. ერთი წლის შემდეგ მამაკაცს მოდუნებაც შეუძლია; დამერწმუნეთ ახალს აღარაფერს მოთხოვენ, ან მხოლოდ იმას, რომ იყოს უხვი, კეთილი, საიმედო, მიხვედრილი, ძლიერი, სუფთა, პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, რომანტიული, ზრდილობიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ყურადღებიანი ...
3. ვისგან ვცდილობთ შორს ყოფნას?
მამაკაცი: თავხედებისა და, ამავე დროს, ულამაზოებისგან. ცალცალკე ეს თვისებები კიდევ ასატანია, ერთად – ფრთაშესხმული საშინელებაა.
ქალი: მოსაწყენი ტიპებისგან. თავხედებისგან. მდიდარი და ქედმაღალი მამაკაცებისგან, რომელთაც თავიანთი “მაღალი სტატუსი” წამითაც არ ავიწყდებათ. მაგრამ თუ შეუძლიათ ის დაივიწყონ, მოდუნდნენ და სიამოვნება მიიღონ, საერთოდ, ცხოვრებისგან და, კერძოდ, ჩვენი საზოგადოებისგან – რატომაც არა, ძალიანაც მომხიბვლელი ვარიანტია.
3. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის ვინც მოგვეწონა ჩვენი გახდეს?
მამაკაცი: ყველაფერს. მართლაც, ყველაფერს.
ქალი: სინამდვილეში – სისულელეებს. და კიდევ ვცდილობთ, მოვაწონოთ თავი ყველას, ვინც მის გარშემოა.
4. მიღწეულის შესანარჩუნებლად?
მამაკაცი: ყველაფერს. მართლაც, ყველაფერს.
ქალი: ვცდილობთ, ნაკლებად მავნეები ვიყოთ. თავს ვიკავებთ მის გაურეცხავ ჭურჭელზე, უგემოვნო პერანგზე, ან მისი ძაღლის არასასიამოვნო მიდრეკილებებზე... თუმცა, გარკვეულ ნიშნულამდე.
5. საუკეთესო, რაც პარტნიორმა შეიძლება საწოლში გააკეთოს?
მამაკაცი: იქ მოხვდეს. ყველაფერი დანარჩენი, სიტუაციაზეა დამოკიდებული. ხანდახან გინდა, ქალმა აქტიური როლი ითამაშოს, ზოგჯერ კი - სრულიად დაგემორჩილოს.
ქალი: ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველა ქალს რაღაც თავისი ახირება აქვს. ჰო, მგონი ყველაზე კარგია, როცა მამაკაცი დაფიქრდება იმაზე, ნეტავ, რა მოსწონს კონკრეტულად ამ ქალსო და არ გაიხსენებს, რა მოეწონა წინას, იმის წინას ან იმის წინის წინას.
6. ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება პარტნიორმა გააკეთოს საწოლში?
მამაკაცი: ქალს არ შეუძლია საწოლში რაიმე საშინელება ჩაიდინოს. თუმცა სასიამოვნო არაა, როცა რამე სისულელეებს ყვება. და ძალიან მოსაწყენია, რომ ბევრი ქალბატონი ამ დროს ვალად თვლის, ტანჯულ გამომეტყველება მიიღოს, საცოდავად კვნესოდეს, როგორც საშინელი ტკივილის დროს ხდება ხოლმე. ვინ ასწავლა მათ, რომ ეს მოგვწონს? ღიმილი და ნასიამოვნები სახე ხომ გაცილებით მეტად აღელვებს მამაკაცს.
ქალი: როგორც კი ყველაფერი მორჩება, დაიძინოს. ან მაინცდამაინც ისეთი მეთოდით მოინდომოს შენი აღელვება, რომელიც შენზე საერთოდ არ მოქმედებს. მაშინვე წარმოგიდგება თვალწინ ვიღაც, ვინც მხოლოდ ასეთი გზით აღიგზნებოდა. ახლა ვერაფრით ხვდება ეს კაცი, რატომ არ “ჭრის” ეს შენზე. აი, საიდან მოდის მამაკაცების გაუთავებელი საუბრები ფრიგიდულ ქალებზე – ძალიან ხშირად ეს ქალბატონები უბრალოდ არ ჰგვანან მათ წინა პარტნიორებს.
7. ვინ წყვეტს უფრო ხშირად ურთიერთობებს, ქალი თუ მამაკაცი?
მამაკაცი: ქალი. თუმცა კაცის ძალისხმევით. გადამწყვეტ სიტყვას ის ამბობს ხოლმე, მაგრამ ჩვენ დიდხანს ვუბიძგებთ ხოლმე ამისკენ.
ქალი: მამაკაცი. და თან რაღაც სულელური ხერხებით, დაახლოებით ასე: “ისე მეშინია, რომ შენ მიმატოვებ...… სხვათა შორის, მომავალი ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ ალბათ ვერ შევხვდებით – ძალიან ბევრი საქმეა და…... საერთოდაც…...”
8. სამი ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც წყდება ურთიერთობები?
მამაკაცი: მოწყენილობა, მატერიალური პრობლემები.
ქალი: მოწყენილობა. ყალბი ან სწორი შეგრძნება, რომ უფრო მეტს იმსახურებ. ყოველდღიური საზრუნავის მიმართ კარდინალურად განსხვავებული დამოკიდებულება (ერთი მარტო ამაზე ფიქრობს, მეორე ვერც ამჩნევს).
9. ისე მოსაწყენია, როცა ....
მამაკაცი: ...ყველაფერი წინასწარ იცი. როცა ერთი დღე მეორეს ჰგავს და თავგადასავლებისთვის დრო არ რჩება. გგონია, სათაგურმა დაგიჭირა.
ქალი: ...სიურპრიზი სიურპრიზს მოყვება, აღმოჩენა-აღმოჩენას. და ყველა –არასასიამოვნოა.
10. რატომ გვეშინია (ან არ გვეშინია) მარტოობის?
მამაკაცი: არ გვეშინია. თუ თავად არ გინდა, მარტო ვერ დარჩები. დედამიწაზე სამი მილიარდი ქალია – ძალიან უნდა ეცადო, რომ ვერავინ ნახო.
ქალი: გვეშინია. ამის ათასნაირი ახსნა არსებობს და არცერთი არაა ყოვლისმომცველი. ალბათ ინსტინქტია და ამას ვერაფრით უშველი.
11. საუკეთესო კომპლიმენტი, რომლის თქმაც ჩვენთვის შეიძლება?
მამაკაცი: 5-წუთიანი ნაცნობობის შემდეგ დაგთანხმდეს იმაზე, რომ ჩრიდილოეთ პოლუსზე შენთან ერთად გამოიზამთროს.
ქალი: კომპლიმენტი, რომელიც ჩვენს ყველაზე (ჩვენი აზრით) სუსტ წერტილს ეხება. მაგალითად, თუ პუტკუნა გგონია თავი, ის კი გარწმუნებს, რომ ფანტასტიურად ხარ აგებული – არც მომატება გინდა, არც დაკლება. გულწრფელად ამბობს ამას, გრძნობით.
12. სიყვარულის იდეალური ახსნა
მამაკაცი: იდეალური სიყვარულის ახსნა ისაა, რომელსაც ის ადამიანი წარმოთქვამს, რომლისგანაც მისი გაგონება გსურს. არც ადგილს და არც სიტუაციას ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს.
ქალი: ”მოდი, ბავშვი გავაჩინოთ!” იმ პირობით, რომ იგივე ამ მამკაცისკან თავადაც გინდა, იქნებ ახლავე არა, მაგრამ მაინც... (იცინის)
კომენტარი