სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.


გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

როგორც ღუდუშაურში აცხადებენ, დაშავებული პატრულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, რის გამოც გადაყვანისთანავე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ამ დროისთვის იგი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100