სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულია დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა“, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, დავით ქმოსტელი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.

„მანქანა გაჩერებულა. ნიღაბი ჰქონია გადაცმული იმ პიროვნებას, დაუხლია ტყვია და წასულა. ეზოში მოუკლავს. არავინ იცის რატომ და რისთვის“, - განაცხადა ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებმა ივანე ბაქრაძემ.

შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100