დავით ბაქრაძე – უმრავლესობა პრეზიდენტის მოხსენებისთვის მზად არ აღმოჩნდა
ხვალინდელი სხდომისთვის პრეზიდენტის მხრიდან არსებობდა სრული მზაობა, რომ მობრძანებულიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა .
მისი თქმით, როგორც უმცირესობის, ისე პრეზიდენტის მხრიდან ხვალინდელ გამოსვლასთან და დებატებთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა იყო.
"პრეზიდენტისა
და უმრავლესობის სახელით მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ხვალინდელი დღისთვის. პრეზიდენტი მზად იყო, მოსულიყი და პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო. უმცირესობა მზად იყო, გამართულიყო კიდევ ერთი პოლიტიკური დებატები. დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის პოზიცია, რომელიც როგორც ჩანს, მზად არ აღმოჩნდა ამ მოხსენებისთვის და დებატებისთვის. კი ბატონო, გადაწყვეტილებას
იღებს უმრავლესობა და ბიურო და ჩვენ ვიღებთ მათ პოზიციას, როგორც ფაქტს, რომ ხვალ სხდომა არ ჩატარდება"
- აცხადებს
დავით ბაქრაძემ.
საქართველოს
პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება,
ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის
იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
კომენტარი