სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადელი ორსულადაა

„გრემისა“ და სხვა მუსიკალური ცერემონიალების ფავორიტმა, ადელმა, ხმამაღალი განცხადება გააკეთა - მომღერალი საიმონ კონეკისაგან ორსულადაა.
სიახლე ორსულობის შესახებ, საზოგადოებას მომღერალმა თავად ამცნო. „დიდი სიხარულით ვაცხადებ, რომ მე და საიმონი ბავშვს ველოდებით. მინდოდა, ეს სიახლე უშუალოდ ჩემგან გაგეგოთ. რა თქმა უნდა, ბედნიერების მეშვიდე ცაზე ვართ. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენი პირადი ცხოვრების ამ ძვირფას პერიოდს. მუდამ თქვენი, ადელი“.- განაცხადა მომღერალმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ვარსკვლავის საქმრო, საიმონ კონეკი, ბიზნესმენი, ბრიტანული კომპანიის Life Water-ის ერთ-ერთი დამფუნებელია. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გაიცნო. 36 წლის საიმონი უკვე იყო დაქორწინებული, მეუღლეს ოთხი წლის წინ გაშორდა. ადელს კი ექვსი თვეა რაც ხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100