სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული მედია: თამარ გვერდწითელს ვინმე ნოდართან საიდუმლო რომანი აქვს

თავისი განუმეორებელი ხმის ტემბრით ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელს საიდუმლოდ ხვდება. შეყვარებულები უკვე ორი წელია ერთად ცხოვრობენ.

თამარ გვერდწითელისა და მისი შეყვარებულის სასიყვარულო ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა მომღერალმა გადაწყვიტა თავისი მოსკოვური რემონტი დაეწყო. მომღერალმა მიმართა არცთუ ისე დიდ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც დააკავშირა მშენებელთან, 50 წლის მამაკაცთან, სახელად ნოდართან. ამის შესახებ Экспресс-газета წერს.

სიმპათიურმა მამაკაცმა გვერდწითელი იუმორითა და ცხოვრებისადმი თავისი მარტივი შეხედულებით მოხიბლა. შედეგად შეყვარებულებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს, თუმცა მომღერალი ცდილობს დამალოს მასთან ურთიერთობა საზოგადოებისაგან და პუბლიკის წინაშე ის მარტო ჩდება, მაგრამ ჟურნალისტებმა რაღაც მაინც მოქექეს.

"თამარას მამაკაცი იშვიათად გამოდის სასეირნოდ. ზოგჯერ ისინი სამნი ერთად სეირნობენ: გვერდწითელი, ნოდარი და მომღერლის დედა ნინა", - აცხადებს მომღერლის მეზობელი მარინა.

ჟურნალისტებმა კომენტარის მოპოვება ნოდარისგანაც მოახერხეს, თუმცა მათ სურდათ, რომ თავად თამარს გასაუბრებოდნენ, მაგრამ ტელეფონს ნოდარმა უპასუხა: "თამარა ახლა სააბაზანოშია, ბანაობს. დარეკეთ სამი საათის შემდეგ". როცა მას ჰკითხეს, ვინ იყო. მამაკაცმა უპასუხა: "მე დაცვის თანამშრომელი ვარ, რაღაც მსგავსი. სხვას ვერაფერს გეტყვით, იქნებ თამარის წინააღმდეგ თქვენ დივერსიის მოწყობას გეგმავთ".

გამოცემის ინფორმაციით, გვერდწითელის შეყვარებული თურმე წარსულში თბილისში ცხოვრობდა და საკონცერტო ბიზნესით იყო დაკავებული, სხვადასხვა მომღერლები ჩამოჰყავდა საზღვარგარეთიდან, თუმცა ის რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ საქმიანობას შეეშვა და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.

ცნობისათვის, თამარ გვერდწითელმა პირველად ოჯახი 1984 წელს შექმნა ცნობილ კინორეჟისორთან კახა კახაბრიშვილთან. მისგან მომღერალს ჰყავს ვაჟი სანდრო, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. 1995 წელს მომღერალი ბიზნესმენს, სახელად დიმიტრის შეხვდა, ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ბიზნესმენი მოულოდნელად გარდაიცვალა. 2001 წელს გვერდწითელი მესამედ გათხოვდა კარდიოქირურგ სერგეი ამბატელოზე, თუმცა 4 წლის შემდეგ მან ქმარი მიატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100