სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი - მოერიდეთ სხვების კამათში ჩართვას, განსაკუთრებით ბობოქარი ემოციების გავლენით. სხვა ადამიანების საქმეებში ჩათრეული იქნებით თანაგრძნობის, გულწრფელი დახმარების სურვილის გამო.

თქვენი საფულე შეივსება ფარული წყაროდან. მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ ახლობლებისგან.

კურო - დღეს რთული ურთიერთობა გექნებათ მეგობრებთან და ნათესავებთან. ურთიერთობაში დადებით ტენდენციებს ხშირად გადაკვეთს უარყოფითი გრძნობები. შეუფერებელი მომენტია ხანგრძლივი პროექტის დაწყებისთვის. ახალი ცოდნა და უნარები აითვისეთ თანდათანობით, შეცდომების გათვალისწინების გზით.

ტყუპები - დღეს მოერიდეთ სიფიცხეს, გაღიზიანებას, არათანმიმდევრულობას. შესანიშნავი ლოგიკური აზროვნების მიუხედავად სისულეებს ჩაიდენთ, თუკი ვეღარ გააკონტროლებთ საკუთარ თავს და ემოციებს. შეუფერებელი დროა ახალი წამოწყებისთვის. თქვენი საქმე და სიტყვა ხშირად განსხვავებული, მიზნები კი ნაკლებად ცხადი და არაერთმნიშვნელოვანი იქნება.

კირჩხიბი - ყურადღება გაამახვილეთ მოკლე დავალებებზე, რომელთა შესრულებას შეძლებთ რამდენიმე დღეში. უარი თქვით სერიოზულ ნაბიჯებზე. საქმის მდგომარეობის კარდინალურად შეცვლის მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგან არ გაქვთ საკმარისი სიმტკიცე და მიზანსწრაფვა. მოსალოდნელია სპონტანური კონფლიქტი შორეულ ადამიანებთან.

ლომი - დღევანდელი ატმოსფერო გიბიძგებთ ახალი გმირობისკენ, თუმცა ამისთვის საჭირო სიმტკიცეს არ მოგანიჭებთ. მოიმატებს მოულოდნელი სტრესის, ემოციური აფეთქების, უბედური შემთხვევის ალბათობა. შესაძლოა უსიამოვნება ინტიმურ ცხოვრებაში. თუ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, ან დაიღალეთ და თავს ცუდად გრძნობთ, გადადეთ გადამწყვეტი და შეუქცევადი ნაბიჯის გადადგმა.

ქალწული - დღეს არ ღირს ხელშეკრულების დადება, მუდმივი დამხმარეს ან თანამოაზრის ძიება. გააკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და მანერები. ერთი არასწორი მოქმედება და თქვენი პარტნიორი გადაიქცევა ფარულ კონკურენტად ან საერთოდ გაწყვეტს თქვენთან ურთიერთობას. პირად ცხოვრებაში. გაგიჩნდებათ ეჭვიანობის მიზეზი, თუმცა ნუ იჩქარებთ ეჭვების გამოვლენას სიმართლის გარკვევამდე.

სასწორი - დღეს სიზუსტე და შრომისმოყვარეობა არ გახასიათებთ არც თქვენ და არც გარშემომყოფებს. დამნაშავეების ძებნა არ ღირს, რადგან შექმნილ მდგომარეობას განაპირობებს თავად გარემოება. მოერიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში ან მომსახურე კომპანიაში ვიზიტს უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.

ღრიანკალი - დღეს შეძლებთ გარემოებებში მოხერხებულად ორიენტირებას. ინტუიციის მეშვეობით შესანიშნავად გაარჩევთ შინაგან და გარეგან მიზეზებს, ასევე გაერკვევით სხვების საქციელის ფარულ მოტივებში. სასიყვარულო ან შემოქმედებით სფეროში დაშვებული შეცდომები სწრაფად გამოსწორდება სხვა დადებითი შესაძლებლობის მეშვეობით

მშვილდოსანი - დღეს ხშირად გიმტყუნებენ სხვა ადამიანები. გზადაგზა შეცვლით საკუთარ ჩანაფიქრებს, დაეჭვდებით არჩევანში ან იყოყმანებთ გადაწყვეტილების მიღებისას. მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუ თქვენი მიზანი იქნება დაავადების მკურნალობა, კარიერა, ოჯახური სიტუაციის გაუმჯობესება ან ყოველდღიური რუტინის შესრულება. ამ შემთხვევაში ძალისხმევა ამაო არ იქნება.

თხის რქა - დღეს მეტად გიჟური და ემოციურად დატვირთული დღე გექნებათ. თუმცა ეს ერთდაერთი განსაკუთრებულობა არ არის. თუ ყურადღებით შეხედავთ სიტუაციას, მოძებნით ძველი პრობლემების მოგვარების საინტერესო გადაწყვეტას. თამამად გამოიყენეთ ინტუიცია, ასევე აქტიურად მიიღეთ სხვა ადამიანების დახმარება. გზაში მოსალოდნელია ხანმოკლე უსიამოვნება, რომელიც სწრაფად მოგვარდება.

მერწყული - დღეს მატერიალურ სფეროში გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა. პირველი დაგიცავთ გაუმართლებელი რისკისგან, მეორე კი დაგეხმარებათ არსებული რეზერვების გამოყენებაში. რიგი შეცდომების და შეშფოთების შედეგად თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მიიღებთ ფულად ან ემოციურ მხარდაჭერა ოჯახის წევრების ან თანამემამულეებისგან.

თევზები - იყავით ფრთხილად, რადგან თქვენს მტრებს არ სძინავთ, დღეს შეეცდებიან თქვენს მოტყუებას. იცოდეთ, უპირატესობა თქვენს მხარეზეა და არ დათმოთ სიტუაციის მართვა. ფენომენალური ინტუიცია თქვენი წარმატების საწინდარია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100