სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ჯაფარიძე: "ხუდონჰესის მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია "

არის თუ არა ხუდონჰესის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი? ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში, უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს:

"ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და ვაფიქსირებთ ახლაც, რაც ოპოზიციაში ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. თუ ხუდონჰესი მომავალ წლებში არ აშენდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წლიდან წლამდე ენერგომომარაგებაში გვექნება დეფიციტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს უფრო მეტი იმპორტის განხორციელება. რაც სამწუხაროა, რადგან ამის ერთადერთო წყარო არის რუსეთი, ანუ უფროდაუფრო რუსეთზე გავხდებით დამოკიდებული. ეს არის ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი არის ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ჩვენი შიდა ჰიდრო რესურსებით ნაწარმოები ელქტროენერგიის. ეს ნიშნავს, რომ მოგვიწვეს ელექტროენერგიაზე ტარიფები მუდმივად გავზარდოთ. ეს კი, გადახდის თვალსაზრისით, ჩვენი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის იქნება წნეხი. ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. მაგრამ, უნდა მოხდეს შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან. მესმის, რომ ეს არის რთული პროცესი, მაგრამ უნდა განხორციელდეს.

_ ხუდონჰესის პროექტზე საუბარი ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდშიც იყო, მაგრამ არ განხორციელდა

_ ვერ მოესწრო.

_ ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება, რის გამოც ხელისუფლებას პრობლემები შეექმნა. ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?

_ არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩემი აზრით, იქ არსებობს კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფები, რომლებსაც აწყობთ დაიწერონ გარკვეული დივიდენდები, მათ შორის _ პოლიტიკური. საჭიროა მათთან დაპირისპირება, თუმცა ასევე საჭიროა მოლაპარაკება ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ეს არ არის მარტივი პროცესი, საკმაოდ რთულია, თუმცა ეს არის ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება სწორად აკეთებს. ამ შემთხვევაში, მე პირადად, ღიად დამიფიქსირებია ჩემი მხარდაჭერა ენერგეტიკის მინისტრთან და მის ქმედებებთან დაკავშირებით. რადგან ეს არის სწორი გზა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100