ლევან თუთბერიძის ახალი ფილმის პრემიერა საზღვრისპირა სოფელ დიცში შედგა
ლევან თუთბერიძის ბოლო ნამუშევრის, „მოირას“ პირველი მაყურებლები საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები ბავშვები არიან. რეჟისორი დიცში პროექტის „ზაფხულის კინოსკოლა“ ფარგლებში ჩავიდა და კინოსკოლელებს მისი ახალი ფილმი „მოირა“ წარუდგინა. ბავშვებს ფილმი ძალიან მოეწონათ, ჩვენების დასრულების შემდეგ კი დისკუსიაშიც ჩაერთნენ და საინტერესო კითხვები დაუსვეს რეჟისორს.
მის ბოლო ფილმზე მუშაობა ლევან თუთბერიძემ ახლახანს დაასრულა. „მოირა“ საფესტივალო ცხოვრებას 2015 წლის შემოდგომიდან დაიწყებს.
კომენტარი