სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა. ინფორმაციას პატიმრის ადვოკატი ავრცელებს. ილია ჯანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ კობა ომანაძეს ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.

ადვოკატი ინფორმაციითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ოქტომბრის მერე შიმშილობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100