სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ISET-ის ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ISET იწყებს მიღებას ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე „Executive Leadership”. ინგლისურენოვანი პროგრამა იმ მენეჯერებისა და მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც კარიერული წინსვლა და საკუთრი პროფესიული წრის გაფართოება სურთ.

პროგრამა 4 თვე გრძელდება და 4 თემატურ მოდულს აერთიანებს:

· ეკონომიკა

· სტრატეგიული მართვა და ლიდერობა

· ფინანსები

· მარკეტინგი

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ოთხივე, ისე ცალკეული მოდულის არჩევა. „სტრატეგიული მართვისა და ლიდერობის“ მოდული მარტში ჩატარდება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსებს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, მათ შორის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო ეგაძე.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იმ უნარებს და თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ, რაც თანამედროვე ლიდერს გუნდის, კომპანიის ან ბიზნესის მართვისთვის სჭირდება.

მოდულზე დასარეგისტრირებლად დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]

პროგრამის ღირებულების ან მოდულების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ISET-ის ვებ-გვერდზე.

პროგრამის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100