29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები დილით დანიშნეთ. შთაბეჭდილებები და სასიამოვნო მგზავრობა გელით. კარგი დღეა საუბრებისთვის რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე.
კურო
არ იზარმაცოთ და სიახლეებს მშვიდად შეხვდით. მოაწესრიგეთ საოჯახო ბიბლიოთეკა, სამსახურში - დოკუმენტები. შეიძლება მნიშვნელოვან წიგნებს, რჩევებს, რეცეპტებს მიაგნოთ.
ტყუპი
წარმატება ელით რეჟისორებს, ტუროპერატორებს და გამომცემლებს. ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან. დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით გარშემო მყოფებს.
კირჩხიბი
ნუ განმარტოვდებით. მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები. ისაუბრეთ გარშემო მყოფებთან თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე. თუმცა, პირად საკითხებზე არა.
ლომი
თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ და საინტერესო ადამიანებთან საუბრებზეც არ თქვათ უარი. გაიმრავალფეროვნეთ რუტრინული ყოფა. საღამოს დაესწარით წვეულებას ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.
ქალწული
კონკრეტულ საკითხებზე ესაუბრეთ კონკრეტულ ადამიანებს. დღეს მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოთ, ვიდრე გასცეთ. ნუ ხართ სხვებს ამოფარებული, თამამად იმოქმედეთ.
სასწორი
თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო ადამიანი ან საშუალება, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები. შეიძლება აღიდგინოთ თავი რაიმე ორგანიზაციაში, ჯგუფში, საზოგადოებაში.
მორიელი
ერთგული თანამოაზრეების დახმარებით მიზნებს მეტად მიუახლოვდებით. საშუალება მოგეცემათ თქვენთვის საინტერესო ადამიანზე გაიგოთ საიდუმლო, საინტერესო დეტალები.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებებისა და მოლაპარაკებებისთვის. კარგი დღე ელით პედაგოგ, კონსულტანტ ნიშნებს.
თხის რქა
მოაგროვეთ საჭირო ინფორმაციები. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ კომუნიკაბელურობა. მარტივად შეძლებთ იდეებით კოლეგების აღფრთოვანებას.
მერწყული
მეტად მოგინდებათ თვითგამოხატვა და ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საქმისგან მატერიალურ კეთილდღეობასაც მიიღებთ და მორალურ სიამოვნებასაც. მეგობრობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს.
თევზები
მოაგვარეთ კარიერასთან, ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან პირებთან. ნუ აჩქარდებით და ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით.
კომენტარი