სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოხუცი დედა და შვილი ბეტონის ოთხ კედელში ცხოვრობენ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 4 წელიწადზე მეტია, კვირაში 7 დღე დღესასწაულებზე და უქმე დღეებში ეხმარება უმწეო და გაუწყლოვანებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ იარსებებდნენ სხვისი დახმარების გარეშე.

საახალწლოდ, გვინდა ერთი ადამიანის ისტორია გაგაცნოთ, რომელსაც უკვე დიდი ხანია სულ არ ედღესასწაულება... ეს ფონდის ბენეფიციარი, ქალბატონი ზაირა გოგიბერიძეა. ბოლო წლების განმავლობაში, მას იმდენი უბედურება დაატყდა თავს, რომ გადმოსაცემადაც კი რთულია...

ზაირამ ბინა დაკარგა, შემდეგ მეუღლე გაუხდა ავად, მის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდა რაც კი ებადა, მაგრამ სამწუხაროდ მეუღლე ვერ გადაარჩინა... ამით მისი განსაცდელი არ დასრულებულა. რამდენიმე ხნის წინ სიძე გარდაეცვალა ხოლო მის შვილს სიმსივნე აღმოაჩნდა, თვითონაც დავარდა და ფეხი მოიტეხა.

გაუთავებელმა სტრესმა და ნერვიულობამ ქალბატონი ზაირა საბოლოოდ გაანადგურა. ახლა იგი თავის ფარდულშიც კი ძლივს გადაადგილდება.

ეს შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, აქ გაუსაძლისი პირობებია, არ არის არც წყალი, არც შუქი და არც გაზი. ფარდულში ფანჯრებიც კი არ არის.

ქალბატონი ზაირა და მისი მძიმედ სნეული შვილი თბებიან და საკვებს ამზადებენ შეშის ღუმელზე, რომელსაც მხოლოდ მაშინ ანთებენ, როცა შეშა აქვთ. ზოგჯერ მთელი დღეების განმავლობაში საწოლში უწევთ წოლა, რომ სიცივისგან არ გაიყინონ.

ქალბატონ ზაირას და მის შვილს ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტები, წამლები და შეშა. ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გთხოვთ, ერთიანი ძალებით გავულამაზოთ ამ ქალბატონებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზაირა გოგიბერიძე) ან ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/170/

ერთად უკვე ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და ბევრი გადავარჩინეთ! მოდით ამ ქალბატონებსაც ჩავუსახოთ იმედი და ვაჩუქოთ გადარჩენის შანსი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100