რატომ უნდა გვძულდეს „სამსუნგის“ სმარტფონები?
სამსუნგის სმარტფონებს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავთ ბაზარზე, თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება გვძულდეს ისინი. ამჯერად საქმე სამსუნგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს "Galaxy S5-ს" ეხება.
1. დიზაინი - გარდა იმისა რომ S5-ის დიზაინი არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედი S4-სგან, რომელიც, თავის მხრივ მსგავსი იყო S3-ის, რაც ნამდვილად ნიშნავს კომპანიის დიზაინერების სრულ უფანტაზიობას.
ეს მოდელიც იმავე იაფი პლასტმასითაა დამზადებული, რომელსაც სამსუნგი წარმოებაში სამარცხვინოდ იყენებს.
Galaxy S5 ნამდვილად "იაფად" გამოიყურება და მის ხელში დაჭერას არცერთი რესპექტაბელური და საქმიანი ადამიანი არ მოინდომებს.
2. შეზღუდული შიდა მეხსიერება - სამსუნგის ამ მოდელის 16 გეგაბაიტიანი მეხსიერებიდან თქვენ მხოლოდ 7.5 გეგაბაიტის გამოყენებას შეძლებთ, რაც Touchwiz ინტერფეისის "არაჩვეულებრივი" დაგეგმვის ბრალია.
3. თითის ანაბეჭდის სკანერი - როგორც წესი, სამსუნგი ცდილობს გადაიღოს სხვა კომპანიების იდეები და გახადოს ისინი უკეთესი, თუმცა თითის ანაბეჭდის სკანერის შემთხვევაში, მან ტოტალური კრახი განიცადა. სკანერი ძალიან რთული და მოუხერხებელია გამოსაყენებლად.
4. ბატარეის სიმძლავრე - ტელეფონის მოყვარულების ყველაზე დიდი ტკივილი ბატარეის "სიცოცხლის" ხანგრძლივობაა.
სამსუნგი ირწმუნებოდა, რომ Galaxy S5-ის ბატარეა ბევრად უკეთესია მის წინა მოდელზე, მაგრამ პრაქტიკაში ასე არაა.
თუმცა, თავის მხრივ, ეს ყველაფერი არაა. როგორც აღმოჩნდა, სამსუნგის კიდევ უფრო ახალი მოდელის Galaxy S6-ის ბატარეა წინამორბედებზე სწრაფად ჯდება. მომხმარებლები მას არაპრაქტიკულ ტელეფონს უწოდებენ.
იხილეთ წყარო
კომენტარი