12 წლის მოზარდის სიცოცხლე საპატრულო პოლიციის მანქანამ იმსხვერპლა
გასულ ღამით, ლისზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანს საპატრულო პოლიციის მანქანა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა.
ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი