სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისტორიკოსები: „ტიტანიკის კაპიტანმა ნაოსნობაში ტესტი ვერ ჩააბარა“

„ტიტანიკის“ კაპიტანს, ედვარდ სმიტს ნაოსნობის ტესტის ჩასაბარებლად ქულები არ ეყო.

ინგლისელმა საზღვაო ოფიცერმა, 1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ კაპიტანმა, პირველ ცდაზე ვერ შეძლო ნაოსნობის ტესტის ჩაბარება.

ისტორიკოსების ცნობით, სმიტს აღნიშნული ტესტის ჩასაბარებლად საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა. სმიტი 1899-1902 წლებში სამხედრო ლაინერებს მართავდა. სამგზავრო გემის მართვის გამოცდილება კი ამ უკანასკნელს არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, „ტიტანიკის“ მართვის უფლება მან მაინც მოიპოვა.

სმიტის შესაძლებლობები სააშკარაოზე ინგლისის ნაციონალურმა მუზეუმმა გამოიტანა. მუზეუმის ისტორიკოსებმა კაპიტნის ცხოვრება შეისწავლეს და მისი შესაძლებლობების სააშკარაოზე გამოტანაც შეძლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100