"შეცდომით საკუთარი გემი ჩაძირეს" - სწავლებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების სწავლებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის შეიარაღებულ ძალებში ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შეცდომით საკუთარი გემი ჩაძირეს. ინციდენტი ომანის ყურეში სამხედრო სწავლებისას მოხდა. რაკეტა დამხმარე გემ Konarak-ს მოხვდა, რის შედეგადაც ის ჩაიძირა.
კომენტარი