სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიარსკოლაში ახალი სასწავლო სეზონი იწყება - პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადებულია

16 სექტემბრიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ახალი სეზონი იწყება. პროგრამა გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს შეიძინოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გამოიუმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კურსი „პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“ მოიცავს ყველა იმ დარგს, რომლის ცოდნაც პიარ სპეციალისტს სჭირდება: ეფექტური კომუნიკაციები, მარკეტინგული კვლევა, პიარი, მარკეტინგი, ბრენდინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ივენთმენეჯმენტი, მედიამენეჯმენტი, რეკლამა და მედია განთავსება, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება, სოციალური მედია და BTL.

პიარსკოლის მთავარი უპირატესობაა პრაქტიკოსი ადამიანებისგან შექმნილი ლექტორების გუნდი და დასავლურ სტანდარტებზე მორგებული სასწავლო მეთოდი, რაც გულისხმობს თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, პრაქტიკული, ე.წ. საველე სამუშაოების განხორციელებას. 3 თვის განმავლობაში, მსმენელები რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ამზადებენ საკომუნიკაციო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელსაც პრეზენტაციის სახით კურსის ბოლოს წარუდგენენ ლექტორებს. მნიშვნელოვანია, რომ სადიპლომო ნაშრომების მომზადებაში ჩართულები არიან და კონსულტაციას უწევენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები. სწორედ ეს განაპირობებს, რომ პიარსკოლელი, პიარსკოლის დამთავრების შემდეგ, მზად არის დასაქმდეს კომუნიკაციების სფეროში და პრაქტიკაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაგეგმოს და განახორციელოს პიარ აქტივობები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი. ამასთანავე, 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა 12 ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი, რაც მათთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.
პიარსკოლაში სწავლის დასაწყებად გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2IE5dvp

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100