სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 წლის გოგონას, რომლის ოჯახიც ხელვაჩაურში მეწყერმა იმსხვერპლა, ბინას აჩუქებენ

12 წლის თიკო თედორაძეს, რომლის ოჯახიც მეწყერმა იმსხვერპლა ორგანიზაცია „კეთილსოფელი“ საცხოვრებელ ბინას აჩუქებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მანანა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სარიშვილის თქმით, ხუთსართულიანი კორპუსი ბათუმში, სხალთის ქუჩაზე შენდება.

მე ვაშენებ ბათუმში ხუთსართულიან კორპუსს, რომელშიც საჩუქრად გადავცემ ბინებს იმ ოჯახებს, ვისაც ჰყავს შშმ პირი, არიან მრავალშვილიანი და უსახლკარო, მეწყრით დაზარალებულები. ოთხი სართული უკვე აშენებულია და იმედია მალე დასრულდება“, – ამბობს მანანა სარიშვილი „ბათუმელებთან“საუბრისას.

მისივე თქმით, კორპუსში საცხოვრებელი ფართობების გარდა განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირთათვის და დღის ცენტრი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის.

სარიშვილის ამბობს, რომ 12 წლის თიკო თედორაძეს ამ კორპუსში გარემონტებული ბინა მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100